ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანში, ფარსის ოსტანში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Volcano Discovery იუწყება.

სტიქია ადგილობრივი დროით 01:05 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბაბა მონირის რაიონში, 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. 

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.