ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ევროპა-ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.

ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი საპორტო ქალაქ ბენდარ აბასიდან 47 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამ დროისათვის შესაძლო მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.