ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

ეპიცენტრი ქალაქ ბუშერის ჩრდილოეთით, 79 კილომეტრში მდებარეობდა, სადაც დაახლოებით 165 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

მიწისქვეშა ბიძგები 33 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.