ირანში მიწისძვრისას 5 ადამიანი დაიღუპა

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 5 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი დაშავდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც იგრძნობოდა. 

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის კრიზისული მართვის ცენტრის უფროსის, მოჰამედ ბაქერ ჰონარის განცხადებით, რაიონში 8 სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა.