ირანში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება

თეირანში, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ირანის არჩეული პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ინაუგურაცია გაიმართება.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ იბრაჰიმ რაისი ქვეყნის პრეზიდენტად 3 აგვისტროს დაამტკიცა.

ინაუგურაციის ცერემონიას 73 სახელმწიფოს 115 წარმომადგენელი დაესწრება, რომელთა შორისაა 10 პრეზიდენტი, 20 პარლამენტის სპიკერი, 11 საგარეო საქმეთა მინისტრი, 10 სხვა მინისტრი, პრეზიდენტის დესპანები, ასევე საპარლამენტო დელეგაციები.

რაისმა 18 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა ხმების 62% (17.9 მილიონი ხმა) მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 48,8% შეადგინა.