ირანში სამხედროს მკვლელობისთვის აქციის მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც 2017 წელის საპროტესტო აქციაზე ირანის რევოლუციის გუშაგთა არმიის სამხედროს ესროლა და მოკლა.

ირანში 2017-2018 წლებში ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებს ძალადობა მოჰყვა. სახელისუფლებო ძალებთან დაპირისპირებისას 21 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი დააკავა. მოსტაფა სალეჰი ერთ-ერთი იყო ამ დაკავებულთა შორის, ვისაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ სალეჰისა და სხვათა სიკვდილით დასჯა მოქალაქეების დაშინებას და საპროტესტო განწყობის ჩახშობას ისახავს მიზნად.