ირანში შვეიცარიის საელჩოს თანამშრომელი გარდაიცვალა

ირანში შვეიცარიის საელჩოს თანამშრომელი მაღალსართულიანი შენობის მე-18 სართულიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

51 წლის ქალი საელჩოს რანგით მეორე თანამშრომელი იყო.

ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება.