ირანში ტელევიზიებმა საფეხბურთო მატჩი ქალის გამო ნაწილ-ნაწილ აჩვენეს

ფეხბურთის ირანელმა გულშემატკივრებმა ცენზურის გამო 11 აპრილს ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩით ვერ ისიამოვნეს, რადგან საფეხბურთო მოედანზე სპორტულ ფორმაში ჩაცმული მსაჯი გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Arab News ავრცელებს.

ქვეყნის ტელევიზიებმა ქალის გარეგნობა მიუღებლად მიიჩნიეს, რამაც 100-ჯერ შეაჩერა ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩის ტრანსლირება. ლამაზი ჩაწოდებების, საჯარიმო დარტყმებისა და კუთხურების ნაცვლად, მაყურებლები ლონდონის ხედებს უყურებდნენ.

მსაჯი მოედანზე სტანდარტული ფორმით - მაისურითა და შორტებით გამოჩნდა, მაგრამ ირანში ქალებს ასეთი ტანსაცმლის ტარება ეკრძალებათ. ამიტომ ამ ფაქტმა ირანელების გაღიზიანება გამოიწვია. მატჩის მსვლელობის დროს, როდესაც ქალი ეკრანზე ჩნდებოდა, მაშინვე ლონდონის ხედებს აჩვენებდნენ.

თამაშის ბოლოს ერთ-ერთმა კომენტატორმა ხუმრობითაც კი აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მაყურებელი გეოგრაფიულ შოუს პოზიტიურად შეაფასებს.