ირანში წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანში წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირანის ეროვნული ანტიკრიზისული სამმართველოს ხელმძღვანელის, ისმაილ ნეჯარის თქმით, ხუთი ადამიანი ფარსის პროვინციაში დაიღუპა, ორი - კერმანში და ამდენივე - სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში.

მან აღნიშნა, რომ ძლიერი წვიმის გამო 101 ქალაქი და 309 რეგიონი დაზარალდა.

ამ დროისთვის მოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდება 17 პროვინციაში გრძელდება.