ირანში ზვავის ჩამოწოლას 10 მთამსვლელი ემსხვერპლა

ირანის დედაქალაქ თეირანის ჩრდილოეთით, ალბორზის ქედზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 10 მთამსვლელი დაიღუპა. გარდა ამისა, 7 ალპინისტს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Reuters წერს.

ირანში ბოლო რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. სტიქიის შედეგად ირანის რამდენიმე რაიონში შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. 

გამოცემის ცნობით, ცხრა გარდაცვლილის ცხედარს ალპინისტებმა მთაზე მიაკვლიეს, ხოლო ერთი პირი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.