ერაყში ავარიის შედეგად 8 ირანელი დაიღუპა

ერაყში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ირანელი დაიღუპა, 30 დაშავდა. ავტობუსს მომლოცველები ქვეყნის წმინდა ადგილების მოსალოცად მიჰყავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ერთმანეთ ორი ავტობუსი შეეჯახა. მიმდინარეობს გამოძიება.