ირლანდია სავალდებულო ვაქცინაციას განიხილავს

ირლანდიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების ეროვნული ჯგუფი (NPHET) სავალდებულო

ვაქცინაციის შემოღებას განიხილავს. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

მისი ცნობით, ამ განხილვას ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სამინისტროს მომავალი დოკუმენტი, რომელიც ამ თემაზე შესაბამისი ეთიკურ და სამართლებრივ მოსაზრებებს შეიცავს.

ირლანდიის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 94% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზითაა აცრილი. ქვეყანას ამჟამად ევროკავშირში რევაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ცნობით, გასულ კვირაში "ბუსტერებით" 59%-ზე მეტი აიცრა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ორ კვირაში ნაკლებ დროში "ომიკრონი" ირლანდიაში დომინანტი შტამი გახდა.