ირლანდიაში 8 თებერვალს საყოველთაო არჩევნები გაიმართება

ირლანდიაში 8 თებერვალს, შაბათს, საყოველთაო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტს პრემიერმა ლეო ვარადკარმა განუცხადა. შაბათს არჩევნები უჩვეულო შემთხვევაა, რადგან ირლანდიაში, ტრადიციულად, არჩევნები ხუთშაბათს, ან პარასკევს ტარდება ხოლმე.

კანონის თანახმად, მანამდე Dáil-ს ანუ პარალამენტს დაითხოვენ.

ლეო ვარადკარი ირლანდიის უმცირესობის მთავრობას 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. პრემიერის პოსტი მან 2017 წელს დაიკავა.