ირლანდიის საავადმყოფოები კიბერშეტევის გამო პარალიზებულია

ირლანდიის ჯანდაცვის სისტემაზე სერიოზული კიბერშეტევა განხორციელდა. მონაცემების პროგრამა-გამომძალველისგან დაცვის მიზნით, მთელი ინტერნეტსისტემა დროებით გათიშეს. ჯანდაცვის მინისტრის პოლ რეიდის გაცხადებით, ჰაკერების თავდასხმამ გავლენა მოახდინა, როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დაწესებულებებზე. ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

დუბლინში დღეს კლინიკების უმეტესობაში ფაქტობრივად ყველა ამბულატორიული მიღება გააუქმეს. ჰაკერების თავდასხმას ვაქცინაციის პროცესისთვის ხელი არ შეუშლია და ის ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

პროგრამა-გამომძალველი სისტემაში შეღწევის შემდეგ ფაილების ბლოკირებას ახდენს და მათ გასასწორებლად ფულს ითხოვს. ჰაკერები მათ ფულის გამოსაძალავად იყენებენ.