ირმის ნახტომში გარიყული პლანეტა აღმოაჩინეს

ირმის ნახტომის მორიგი შესწავლის დროს ასტრონომებმა გარიყული პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ზომით დედამიწის იდენტურია. ამის შესახებ სტატია Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტების თქმით, ასეთი პლანეტები ვარსკვლავებს შორის უსასრულოდ "დაბოდიალობს".

"გრავიტაციული მიკროლინზის პირველმა სიგნალებმა აჩვენა, რომ პლანეტა OGLE-2016-BLG-1928 ზომით მარს, ან დედამიწას ჰგავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პლანეტის თავისებურება ისაა, რომ ის ვარსკვლავებს შორის მუდმივად მოძრაობს, რაც მის შესწავლას ართულებს.

მეცნიერების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩნდება ასეთი პლანეტები.