იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი ჰონგ-კონგში 29 მილიონ დოლარად გაიყიდა

იშვიათი ვარდისფერი 15,81 კარატიანი ბრილიანტი სახელად "საკურა" Christie's-ის აუქციონის სახლიდან ჰონგ-კონგში 29 მილიონ დოლარად გაიყიდა.

"ბრილიანტი კვირას, 23 მაისს 29,1 მილიონი აშშ დოლარად გაიყიდა", - განაცხადეს აუქციონის ორგანიზატორებმა.

პლატინისა და ოქროს ბეჭედში ჩასმული ქვის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონიდან 38 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობდა. მყიდველის სახელი არ გახმაურებულა.

ცნობილია, რომ აღნიშნული ბრილიანტის მსგავსი შეფერილობა მსოფლიოში არსებული ვარდისფერი ბრილიანტების მხოლოდ 4%-ს აქვს.