ISIS-თან ბრძოლაში აშშ-ის დახმარება არ გვჭირდება - "თალიბანი"

"თალიბანის" ძალები ახორციელებენ წარმატებულ ოპერაციებს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავღანეთის სხვადასხვა ნაწილში," - ამის შესახებ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელმა და ახლა უკვე მინისტრის მოადგილემ ავღანეთის დროებით მთავრობაში, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

ზაბიჰულა მუჯაჰიდ ირწმუნება, რომ ISIS არ წარმოადგენს საფრთხეს ავღანეთისთვის და თალიბებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, აშშ-ის დახმარების გარეშე ებრძოლონ ამ ორგანიზაციას. 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ავღანეთის შიიტურ მეჩეთში აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რის შედეგადაც 150 ადამიანი დაიღუპა. "თალიბანი" ტერაქტზე პასუხისმგებლობას დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს აკისრებს.