ისლანდიაში აქტიური ვულკანის ტერიტორია იყიდება

ისლანდიაში რეიკიანეს ნახევარკუნძულზე ფაღრადალფალის მთაზე იყიდება მიწის ნაკვეთი მოქმედი ვულკანით. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes ავრცელებს.

განმარტებულია, რომ ვულკანის ტერიტორია მიწის მესაკუთრეთა ასოციაციას ეკუთვნის, რომელშიც 20-მდე ადამიანი შედის. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მიწის ყიდვის მსურველები, მიუხედავად ადგილმდებარეობის საშიშროებისა, უკვე გამოჩნდნენ. ასოციაციამ მიიღო რამდენიმე განცხადება მყიდველისგან და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან და ახლა განიხილავს ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებებს. ამჟამინდელმა მფლობელებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან გარიგებისთვის.

ვულკანი დაახლოებით ექვსი ათასი წლის განმავლობაში არ ამოფრქვეულა, მაგრამ 20 მარტს ამოიფრქვა და ეს რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ამ ადგილმა ბევრი ტურისტი და მოგზაური მიიზიდა, ზოგიერთმა ამოფრქვევის ფონზე ფრენბურთიც კი ითამაშა.

ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიწის ყიდვის ინტერესი ამოფრქვევის შემდეგ გაჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პოტენციური მყიდველები, შესაძლოა, ტურისტული სარგებელით დაინტერესდნენ.