ისლანდიაში, ანდორასა და პორტუგალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევებია გამოვლენილი

ისლანდიაში კორონავირუსი სამ პაციენტს დაუდგინდა. სამივე იტალიის ჩრდილოეთ ნაწილიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ანდორაში ჰოსპიტალიზებულია მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ მილანიდან დაბრუნდა.

ორი შემთხვევა გამოვლინდა პორტუგალიაში. ერთი პაციენტი ექიმია, რომელიც იტალიაში შვებულებაში იმყოფებოდა. მეორე ესპანეთში სამუშაოდ იყო წასული.

ამასთან, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ინდოეთის დედაქალაქშიც. დიაგნოზი სამ ადამიანს დაუსვეს.