ისლანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ისლანდიაში 5,6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რეიკიავიკიდან 25 კილომეტრში დაფიქსირდა. 

მიწისძვრა იგრძონობოდა დედაქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. უცნობია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი მას და არიან თუ არა დაშავებულები.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ისლანდიაში დაახლოებით 3,000-მდე მიწისძვრა მოხდა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში.