ისლანდიაში ორი მიწისძვრა მოხდა

ისლანდიაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ განცხადებას ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი აქვეყნებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი რეიკიავიკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 27 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის სიმძლავრე 5.3 მაგნიტუდით შეაფასა.

ამავე დროს, აღნიშნულ რეგიონში განმეორებითი ბიძგიც დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 4.5 მაგნიტუდას შეადგენდა.

მსხვერპლის, ზარალის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.