ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა - VIDEO

ისლანდიაში, რეიკიანის ნახევარკუნძულზე ვულკან ფაგრადალსფიალის ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ისლანდიის მეტეოროლოგიურ  დეპარტამენტზე დაყრდნობით აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ამოფრქვევის ადგილას დაახლოებით 500-750 მ სიგრძის ბზარი გაჩნდა, საიდანაც ლავის შადრევნები გადმოედინება.

ისლანდიის კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა ფრენა გაუქმდა. 

აღსანიშნავია, რომ ვულკანის ამოფრქვევა სეისმური აქტივობის ზრდას მოჰყვა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისლანდიაში 40 000-მდე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.