ისლანდიასთან NATO-ს სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო

ისლანდიასთან დღეს NATO-ს სამხედრო-საზღვაო წვრთნები Dynamic Mongoose 2020 დაიწყო.

წვრთნები 10 ივლისამდე გაგრძელდება და მასში ჩრდილოეთ ატლანტიკაში NATO-ს ხომალდების ნავსაწინააღმდეგო ოპერაციების დახვეწა მოხდება.

წვრთნებში მონაწილეობას 5 წყალქვეშა ნავი, ამდენივე გემი და საპატრული თვითმფრინავი მიიღებს.

მონაწილეობს კონტინგენტი აშშ-დან, ბრიტანეთიდან, საფრაგნეთიდან, კანადიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან და ისლანდიიდან.