ისრაელ-სირიის საზღვარზე აფეთქებები მოხდა

სირიისა და ისრაელის საზღვარზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ცოტა ხნის წინ საზღვრის სირიული მხრიდან უსაფრთხოების ღობესთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა", - განაცხადეს ისრაელის არმიაში.

გავრცელებული ცნობებით, აფეთქებების შედეგად სამოქალაქო შენობა დაზიანდა, ნამსხვრევებისგან კი - მანქანა. აფეთქებების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.