ისრაელელებისათვის ტურიზმის მიმართულებით მეორე ადგილს საქართველო იკავებს

ისრაელელებისთვის დასვენების მიზნით, ყველაზე სასურველ მიმართულებად - მეორე ადგილზე, საქართველო დასახელდა. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ელჩის ცნობით, ტურიზმის მიმართულებით ისრაელელებისათის პირველ ადგილს საბერძნეთი იკავებს.

"გამოკითხვის შედეგების სათაურიც შესაბამისია: “ისრაელელები (ტურისტები) საბერძნეთის ერთგულები რჩებიან, საქართველო გამაოცებელია (სურპრიზია)”. სურპრიზში იგულისხმება ის დიდი პოპულარობა, რომელიც ბათუმმა და მთლიანად საქართველომ, ისრაელელებში მსოფლიოს ათასობით კურორტს შორის მოიპოვა!" , - წერს ლაშა ჟვანია.

მისი ცნობით, კომპანიებს, საქართველოს მიმართულებით, ივლის-სექტემბერში დაგეგმილი რეისების რაოდენობის გაზრდა უწევთ.