ისრაელი უცხოელებისთვის შესვლის აკრძალვას აგრძელებს

ისრაელის ხელისუფლებამ უცხოელების შესვლის აკრძალვა 29 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ადრე არსებული შეზღუდვები გასვლაზეც შენარჩუნდა. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების პრევენციაა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

"ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში უცხოელების შემოსვლის აკრძალვის გახანგრძლივებას მინიმუმ 29 დეკემბრამდე. თავდაპირველად შეზღუდვები 29 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე მოქმედებდა, შემდეგ კი 10 დღით გახანგრძლივდა", - წერს გამოცემა.

მედიის ცნობით, ისრაელში შესვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააფართოვა იმ ქვეყნების "წითელი სია", რომლებშიც ისრაელის მოქალაქეებს შესვლა ეკრძალებათ. ამრიგად, განახლებულ სიაში შედის: ნორვეგია, ირლანდია, ფინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამ ქვეყნებიდან ჩამოსვლისთანავე ისრაელელებმა უნდა დაიცვან კარანტინი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა კორონავირუსის ვაქცინაციის სერტიფიკატი.