ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა იაკოვ ლიცმანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მე-13 სამაუწყებლო ტელევიზია ავრცელებს.

”ჯანდაცვის მინისტრმა იაკოვ ლიცმანმა შაბათს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ მას თანამდებობიდან წასვლა სურს და საცხოვრებლი ადგილების მშენებლობის მინისტრის თანამდებობას ითხოვს”, - ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში.

ადგილობრივი მაუწყებლობის  ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ლიცმანის მიმართ კორონავირუსის ეპიდემიაზე რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით დიდი კრიტიკა წამოვიდა. თავად, ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსისგან მარტის თვეში დაინფიცირდა და დაავადება გართულებების გარეშე გადაიტანა.