ისრაელის პრემიერს მოკვლით ემუქრებიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ პოლიციას მიმართა. მისი თქმით, პირადად მას და მის ოჯახს მოკვლით ემუქრებიან.

"რამდენიმე დღის წინ მე პოლიციაში განაცხადი შევიტანე ჩემი და ჩემი ოჯახის მოკვლის მუქარის გამო. დღეს, სამწუხაროდ, კიდევ ერთი განცხადების შეტანა მომიწია იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც აღწერდა. როგორ აპირებდა ჩემი და ჩემო ოჯახის მოკვლას", - წერს ნეთანიაჰუ "Twitter-ზე".

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმა პოლიციას 2019 წლის ნოემბერშიც მიმართა. ის აცხადებდა, რომ მას "Facebook-ში" ემუქრებოდნენ და გამოძიების დაწყებას ითხოვდა.