ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი გახდა

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩია. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel წერს.

იცხაკ ჰერცოგს ხმა 87-მა პარლამენტარმა მისცა. ისრაელის მოქმედი პრეზიდენტის, რეუვენ რივლინის საპრეზიდენტო მანდატი 9 ივლისს იწურება.

იცხაკ ჰერცოგის მამა, ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.