ისრაელის პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის შექმნას მიესალმება

ისრაელის პრეზიდენტი, რეუვენ რივლინი, რომელმაც არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს, მიესალმება საკუთარ ცენტრისტ კონკურენტთან ერთად ფართო კოალიციის ფორმირების შესახებ პრემიერ ნეთანიაჰუს მოწოდებას მიესალმება..

„გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ ინიციატივას. ეს მნიშვნელოვანი მოწოდებაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა რივლინმა შეხვედრისას, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მოწინააღმდეგე ბენი ჰანციც მონაწილეობდნენ.

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარ კონკურენტს არჩევნებზე ბენი ჰანცს ფართო, ეროვნული ერთობის კოალიციის ფორმირების ინიციატივით დღეს მიმართა