ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაადასტურა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"მართლაც, დამისვეს კორონავირუსის დიაგნოზი. თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან აცრა გავიკეთე, წადით, ჩაიტარეთ აცრა, გაიკეთეთ პირბადე, ერთად გადავრჩებით“, - განაცხადა მინისტრმა.
ახლა ის სახლში, იზოლაციაშია. ისრაელის მედია წერს, რომ სავარაუდოდ, ლაპიდი დაცვის ერთ-ერთი წევრისგან დაინფიცირდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინა დღის განმავლობაში იგი პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ახლოს იმყოფებოდა.
ლაპიდს ორშაბათს პარტიია "ეშ ათიდის" შეხვედრა უნდა გაემართა, თუმცა COVID-19-ზე ეჭვის გამო ღონისძიება გადაიდო.