ისრაელის საჰაერო ძალებმა ჰამასის სტრატეგიული ობიექტები დაბომბა

ისრაელის საჰაერო ძალებმა პალესტინაში, ღაზას სექტორში ჰამასის მოძრაობის სტრატეგიული წერტილები დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა (IDF) Twitter-ზე განაცხადა.

როგორც IDF იტყობინება, თავდაპირველად სარაკეტო თავდასხმა ჰამასმა განახორციელა, რასაც ისრაელის პასუხიც მოჰყვა.

"გვიან ღამით, ღაზას სექტორიდან 2 რაკეტა ისროლეს, რომელიც ქალაქ აშდოდის მახლობლად დაეცა. პასუხად IDF-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ჰამასის სამხედრო ობიექტები ღაზას სექტორში დაბომბეს. ჰამასი პასუხს აგებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.