ისრაელის საიდუმლო სამსახურს 70 წელი შეუსრულდა

70 წლის წინ, 1949 წლის 13 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, დავიდ ბენ-გურიონმა საიდუმლო წერილს მოაწერა ხელი, რომელიც ყველა საიდუმლო სამსახურის გაერთიანებას გულისხმობდა. ამით საფუძველი ჩაეყარა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სპეცსამსახურის, „მოსადის“ შექმნას. 

ოფიციალურად უწყება 1951 წლის 1 აპრილს შეიქმნა, მაშინ, როდესაც 2 ინსტიტუტი, კოორდინაციისა და დაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტრალური ინსტიტუტები ერთმანეთს შეუერთდა.

„მოსადის“ მთავარი ოფისი თელ-ავივში მდებარეობს, რომელიც 1200 თანამშრომელს აერთიანებს. გარდა ამისა, ქსელში 35 000 ჯაშუში და გავლენის აგენტი მუშაობს. „მოსადის“ თანამშრომლები პენსიაზე 45 წლის ასაკში გადიან. მათი მუშაობის თითო წელი წელიწადნახევრად ითვლება.