ისრაელის ვაქცინას საქართველოსა და უკრაინაშიც გამოცდიან

ისრაელის მიერ წარმოებულ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოსა და უკრაინაშიც გამოცდიან. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

საუბარია ვაქცინაზე BriLife, რომელსაც აშშ-ში ბაზირებული კომპანია NRx Pharmaceuticals აწარმოებს.

"NRx" და ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის განცხადებით, მათ უკვე გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ვაქცინის მთელ მსოფლიოში წარმოებისა და მარკეტინგის უფლებებს აერთიანებს.

გეგმის თანახმად, ვაქცინა BriLife-ის ცდები მეორე და მესამე ფაზები ისრაელში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდება. მოხალისეობის სურვილი ათი ათასობით ადამიანმა გამოხატა.

შემქმნელების ცნობით, BriLife ცოცხალი ვირუსის საფუძველზეა შექმნილი.