ისრაელმა ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტა

ისრაელმა საზღვარი ჩაკეტა უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. 

უწყება აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის იაკოვ ლიცმანის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დირექტივის საფუძველზე, შაბათს ისრაელში ჩინეთის 35 მოქალაქე არ შეუშვეს.