ისრაელმა დამასკოს პროვინციაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელის მიერ დამასკოს პროვინციის ორ დასახლებაზე სარაკეტო იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.