ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის“ ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამიზნე ობიექტები დაბომბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ხან იუნისში და დეირ ალ-ბალახში განთავსებული ინფრასტრუქტურა „ჰამასის“ სამხედრო ფრთას, „იზ ად-დინ ალ-ყასამის ბრიგადას“ ეკუთვნოდა. პალესტინის ადმინისტრაციის მხრიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ავიაიერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორია რაკეტებით დაიბომბა.