ისრაელმა "ჰამასის" 9 მეთაურის სახლები დაბომბა

დღეს გამთენიისას, ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე მესამე მძლავრი იერიში მიიტანა. შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც "ჰამასმა" ისრაელის სამხრეთ ნაწილში რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ისრაელის არმიის - ცაჰალის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეტევის სამიზნე "ჰამასის" სადაზვერვო ცენტრი, მიწისქვეშა გვირაბები და იარაღის სასაწყობე ნაგებობები იყო. განადგურებულია „ჰამასის“ ცხრა მეთაურის სახლები, მათ შორის ქალაქ ბეით-ჰანუნის და ღაზის ბატალიონის მეთაურებისა და ასმეთაურების სახლები, ასევე ანკლავის მიწისქვეშა ნაგებობების 15 კილომეტრიანი მონაკვეთი.