ისრაელმა ჰამასის ობიექტებს საპასუხო სარაკეტო დარტყმა მიაყენა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჰამასის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო იერიში მიიტანეს. დაიბომბა ჰამასის რაკეტების მწარმოებელი ქარხანასა და სხვა სამხედრო ობიექტები

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა 23 მარტს განხორციელდა. რაკეტა ბეერ-შევას რაიონში, იმ ადგილას ჩამოვარდა, სადაც ქნესეთის არჩევნების დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მივიდა.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რომელიც უკვე 70 წელია გრძელდება, 2018 წლის მაისში გამწვავდა. აშშ-მა ახალი საელჩო გახსნა და ის თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. ეს პალესტინამ იერუსალიმის დეფაქტო ებრაული სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებად ჩათვალა. პალესტინა იერუსალიმის ნაწილს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და პოზიციებში უკან დახევას არ აპირებს. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.