ისრაელმა საქართველოს "წითელ ზონაში" შეყვანა გადადო

ისრაელმა საქართველოს, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და კვიპროსის "წითელ ზონაში" შეყვანა გადადო.

The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ისრაელის ქნესეთის იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ, სადაც ისრაელის მოქალაქეებს მოგზაურობა პარასკევიდან უნდა შეზღუდოდათ, კენჭისყრა გადადო.

ცნობისთვის, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო "ნარინჯისფრიდან" "წითელი ქვეყნების" სიაში უნდა გადასულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებოდათ.