ისრაელმა სირიის სარაკეტო დარტყმას იერიშით უპასუხა

ისრაელის არმიამ შეტევა განახორციელა სირიის სარაკეტო ბაზებზე, საიდანაც მანამდე ისრაელის მიმართულებით "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.

ისრაელის სარაკეტო შეტევის შედეგად დამასკოს მახლობლად მდებარე ბაზაზე 4 სირიელი სამხედრო დაშავდა.

მანამდე სირიის მხარემ ისრაელის სამხრეთ ნაგევის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. რაკეტა დიმონის ბირთვულ ცენტრთან ახლოს დაეცა, თუმცა ატომური კომპლექსი არ დაზიანებულა.