ისრაელში 16-დან 18 წლამდე პირებს COVID-19-ზე ცრიან

ისრაელის ხელისუფლებამ ვაქცინაციის პროგრამა გააფართოვა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე 16-დან 18 წლამდე პირებსაც უტარდებათ, რათა სკოლის გამოცდების ჩაბარება შეუფერხებლად შეძლონ.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის იული ედელშტეინის განცხადებით, მოსწავლეებს ვაქცინის გაკეთება მშობლების ნებართვით შეეძლებათ. 

ისრაელში, სადაც სულ 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინაცია მოსახლეობის 25%-ზე მეტს ჩაუტარდა. 

პირველ ეტაპზე ვაქცინა ხანდაზმულმა და მაღალი რისკ ჯგუფის პირებმა მიიღეს. ამ ეტაპისთვის კი კორონავირუსზე ვაქცინაცია 40 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მსურველს უტარდება.