ისრაელში ანტიკური ანბანით დოქის ფრაგმენტი აღმოაჩინეს

ავსტრიელმა და ისრაელის არქეოლოგებმა ისრაელში ანტიკური ანბანით დოქის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Haaretz ავრცელებს.

აღინიშნა, რომ მცირე ფრაგმენტი შეიცავს დიაგონალის გასწვრივ დაწერილ ასოებს, რომლებიც სემიტურ ანბანს მიეკუთვნება. 

ექსპერტების თქმით, დოქი დაახლოებით 3450 წლის წინ შეიქმნა.

"ამჟამად ეს სამხრეთ ლევანტის საიმედოდ დათარიღებული ანბანური წარწერაა", - განაცხადეს მკვლევარებმა.

რას ნიშნავს ფრაგმენტზე ნაპოვნი სიტყვები უცნობია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წარწერა, შესაძლოა, იყოს გრძელი სიტყვა ან სახელები.