ისრაელში COVID-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს

კორონავირუსის ახალი ვარიანტი AY.4.2, რომელიც, შესაძლოა, უფრო გადამდები გახდეს, ვიდრე "დელტა" შტამი, აღმოაჩინეს ბავშვში, რომელიც ისრაელში უცხოეთიდან დაბრუნდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ისრაელის მე-12 არხი ავრცელებს.

"შტამი AY.4.2, რომელიც მანამდე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, ისრაელში, 11 წლის ბიჭში გამოვლინდა, რომელიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდა. ტესტი ის ბენ-გურიონის აეროპორტში გაუკეთეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედია აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვი იზოლაციაში იყო და არავისთან კონტაქტობდა.

ჯანდაცვის უწყებები არ აკონკრეტებენ, საიდან ჩამოვიდა ბავშვი.