ისრაელში COVID-19-ით 140 ადამიანი გარდაიცვალა

ისრაელში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 12 591-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 140 ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს შორის 174 მძიმე მდგომარეობაშია, 140 პაციენტი კი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. გამოჯანმრთელდა 2 624 ადამიანი.