ისრაელში COVID-19-ით 148 ადამიანი გარდაიცვალა

ისრაელში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 12 855-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 148 ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს შორის 129 მძიმე მდგომარეობაშია, 184 პაციენტი კი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. გამოჯანმრთელდა 2 967 ადამიანი.