ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 14 592-მდე გაიზარდა

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14 592-მდე გაიზარდა. აქედან 94 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილია 191 ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საავადმყოფოში მკურნალობს 10 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 136 მძიმე მდგომარეობაშია, 107 პაციენტი კი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. გამოჯანმრთელდა 5 334 ადამიანი.