ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 15 782-მდე გაიზარდა

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 782-მდე გაიზარდა. აქედან 54 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილია 212 ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საავადმყოფოში 120 მძიმე მდგომარეობაშია, 91 პაციენტი კი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. გამოჯანმრთელდა 929 ადამიანი.