ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 16 492-მდე გაიზარდა

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 492-მდე გაიზარდა. აქედან 15 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილია 254 ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამჟამად მკურნალობს 4 690 ადამიანი. საავადმყოფოში 90 მძიმე მდგომარეობაშია, 64 პაციენტი კი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. გამოჯანმრთელდა 11 548 ადამიანი.