ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 16 539-მდე გაიზარდა

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 539-მდე გაიზარდა. აქედან 13 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილია 262 ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამჟამად მკურნალობს 4 ათასზე მეტი ადამიანი. საავადმყოფოში 61 მძიმე მდგომარეობაშია, 51 პაციენტი კი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. გამოჯანმრთელდა 12 173 ადამიანი.